ხათუნა ვარშალომიძე

მეან-გინეკოლოგი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64



ხათუნა ვარშალომიძე მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგთა გუნდს შემოუერთდა,. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 27წლიანი გამოცდილება აქვს.

 

            19886-1993წწ. დამთავრებული აქვს ალტაის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ქ.ბარნაული) სამკურნალო ფაკულტეტი და სუბორდინატურა მეანობა- გინეკოლოგიაში.  1999 წელს მიღებული აქვს სერთიფიკატი მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალურ მედიცინაში, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში. 2016 წლიდან ის ევექსის პოლიკლინიკის მეან-გინეკოლოგია.

            მას გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებსა თუ კონფერენციებში, მათ შორის: „ჰორმონალური კონტრაცეფცია“ (USAID), „სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში“ (აიპ»ჯანსაღი ცხოვრება“), „ოჯახის დაგეგმვის ინტერაქციული სასწავლო პაკეტი“ (UNFPA,TSMU, East European Institute for Reproductive Health) და სხვ.

 

„ჩემთვის პაციენტები, ჩემი ოჯახის წევრები არიან. მათი ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად ვიხარჯები“

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხათუნა ვარშალომიძის სამუშაო დღეებია: სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 10:00 საათიდან 13:30 საათამდე.

 

ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა სამეანო და გინეკოლოგიური მიმართულებით:

  • ნაყოფისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია;
  • კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • კოლპოსკოპიური გამოკვლევა;

 ჰისტეროსკოპია და სხვა.

 

რაც შეეხება ქირურგიულ მიმართულებას, ამ მხრივ განყოფილებაში ტარდება ყველა სახის გეგმიური თუ ურგენტული, მაღალტექნოლოგიური ოპერაციები თანამედროვე მეთოდებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაპარასკოპიული მიდგომა, რომელიც აერთიანებს ოპერაციების შემდეგ სპექტრს:

  • ჰისტერექტომია - საშვილოსნოს ამოკვეთა;
  • მიომექტომია - მიომის ამოკვეთა საშვილოსნოდან;
  • კისტექტომია - კისტების ამოკვეთა საკვერცხეებიდან;
  • სალპინგექტომია – ფალოპის მილის ამოკვეთა ანთებითი/სიმსივნური პროცესებისას;

 

აღსანიშნავია დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გთავაზობთ სრულფასოვან სამეანო-გინეკოლოგიურ მომსახურებას.