ხათუნა ჩაკვეტაძე

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2



ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ხათუნა ჩაკვეტაძე ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

ხათუნა ჩაკვეტაძეს პოსტდიპლომური კლინიკური მომზადება გავლილი აქვს დიდი ბრიტანეთის ქ. კარდიფის უნივერსიტეტის ბაზაზე. ამავდროულად, ის არის საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში. 

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგიური სერვისი 15 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებს ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები, ასპირაციული ბიოფსია და ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური გამოკვლევები, როგორიცაა: ულტრასონოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

ჰოსპიტალში ხორციელდება:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მართვა;
  • შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ტიპი 1, 2);
  • ჭარბი წონისა და სიმსუქნის თერაპიული მართვა;
  • ბარიატრიული (პათ.სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი) პაციენტის პრე და პოსტოპერაციული მართვა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ჰიპოფიზის დაავადებების მართვა;
  • პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • რეპროდუქციული სისტემის დაავადებების ენდოკრინული მართვა და ა.შ