ხათუნა ბიბიჩაძე
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
ხათუნა ბიბიჩაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. სარეზიდენტო პროგრამა ჯერ ჰემატოლოგიის, შემდეგ კი რადიოლოგიისა და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით გაიარა. ფლობს კლინიკური ონკოლოგის, ტრანსფუზიოლოგის, რადიოლოგისა და ჰემატოლოგის სერტიფიკატებს.
მან სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში (თურქეთი, გერმანია, ბელგია) გაიარა. მისი სამუშაო გამოცდილება 2007 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს იკავებდა ჰემატოლოგის, კლინიკური ონკოლოგის პოზიციებს.
2021 წლამდე კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში საწარმოო და კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა. 2021 წლიდან კი ამავე კლინიკის კლინიკური ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევებში და არის 12 -მდე საერთაშორისო ფაზა 2/3 კლინიკური კვლევების მთავარი მკვლევარი. ასევე, გახლავთ სოლიდურ სიმსივნესა და ჰემატოლოგიურ მალიგნენსზე მომუშავე რეგიონალური განვითარების, რეკომენდაციებისა და მენეჯმენტის ჯგუფის წევრი. გარდა ამისა, ხათუნა ბიბიჩაძე ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრია.
ხათუნა ბიბიჩაძე აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. ის არის ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO, EHA) წევრი და მოწვეული სპეციალისტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონკოლოგია/ჰემატოლოგიის მიმართულებით.