ხატია ფიფია
ჰემატოლოგი; ტრანსფუზიოლოგი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206
ხატია ფიფია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს.
კარიერული განვითარების მიზნით, მან სტაჟირება გაიარა " ჰემატოლოგიის სამეცნიერო ცენტრი"-ს კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სპეციალობით კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ექიმი. ხატია აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებსა და სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებებში.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას, შემდეგი პათოლოგიების შემთხვევაში:
- ანემია
- თრომბოციტოპენია
- კოაგულოპათია
- გამოხატული ჰემორაგიული დარღვევები(სისხლჩაქცევების არსებობა სხეულზე, მიდრეკილება სისხლდენებისასმი)
- ლიმფური ჯირკვლების გადიდება
ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ლაბორატორიული და ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევების სრული სპექტრი.