ვლადიმერ ბაზიაშვილი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125



ვლადიმერ ბაზიაშვილმა დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო  ფაკულტეტი, რის შემდეგაც რეზიდენტურა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში გაიარა. მას ასევე გავლილი აქვს კლინიკური ორდინატურა კიევის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში და სტაჟირებები სტამბოლის Medical Park-ის საუნივერსიტეტო კლინიკასა და კიევის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში. ვლადიმერი მუშაობდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოსა და ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“. ის პედაგოგიური საქმიანობითაცაა დაკავებული და ასწავლის ნეიროქირურგიას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთანავე არის ავტორი ნეიროქირურგიის სახელმძღვანელოსი - „ოპერაციული მიდგომები ნეიროქირურგიაში“.