ვალერი აბულაძე

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64



ვალერი აბულაძემ დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა რეზიდენტურის სრული კურსი მეანობა გინეკოლოგიაში. მას ასევე გავლილი აქვს კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში ლაპარასკოპიული აპარატურის, ინსტრუმენტების მუშაობის ტექნიკისა და ექსპლუატაციის ზოგადი კურსი, ასევე - ანკარაში ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის ოპერაციული ტექნიკის ზოგადი კურსი. ვალერი მუშაობდა ხულოს რაიონულ საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგად; დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების უფროს ორდინატორად და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსად.