უჩა ბობოხიძე

ნეიროქირურგი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



უჩა ბობოხიძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგია. იგი ამავე ცენტრის სამედიცინო ხარისხის კონტროლის სპეციალისტია ქირურგიული  მიმართულებით.

უჩა ბობოხიძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ დიპლომშემდგომი საკვალიფიკაციო პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა. პარალელურად კი, კვალიფიკაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აიმაღლა.

იგი გახლავთ საქართველოს და ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციების წევრი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებო და სამეცნიერო კონფერენციებში.

უჩა ბობოხიძე, ასევე გახლავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს თავის ტვინისა და ხერხემლის პათოლოგიების მაღალკვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ ოპერაციულ მკურნალობას სთავაზობს.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, პედიატრიულ პაციენტებში, უზრუნველყოფს თანდაყოლილი ანომალიების (spina bifida, ჰიდროცეფალია), ასევე ნეიროტრავმის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ოპერაციულ მკურნალობას, როგორც მიკროსკოპის, ასევე ენდოსკოპის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი, სადაც იშემიური ინსულტის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, მექანიკური თრომბოექსტრაქცია ხორციელდება - 24/7 რეჟიმში.