თინათინ ტყეშელაშვილი

ნეონატოლოგიის სამსახურის უფროსი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



თინათინ ტყეშელაშვილი აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი (2012წ.-დან დღემდე).  

დამთავრებული აქვს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  პედიატრიული ფაკულტეტიწარჩინებით, სპეციალობით პედიატრია (1977-1983წწ.);  საქართველოს ჯანმრთელობისდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო -კვლევითიინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა(1983-1985წწ)  

მუშაობდა ამავე ინსტიტუტის პულმონოლოგიურ განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლად; არის მედიცინის აკადემიური დოქტორი; მუშაობდა ქუთაისის  N1სამშობიარო სახლის ახალშობილთა ობსერვაციული განყოფილების გამგედ;  ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის  ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსად.

 მუშაობდა ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტის „ქუთაისი“ პედიატრიის კათედრის გამგედ (1996-2005წწ.); იყო ამავე ინსტიტუტის  ასოცირებული პროფესორი; 2014წ.- დან არის  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წევრი. სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ნეონატოლოგიის რეზიდენტურის  პროგრამის პედაგოგი.

 გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი, მეთოდური რეკომენდაცია.  გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენინგები (აშშ-ის ემორის უნივერსიტეტში, იტალიაში, საბერძნეთში). არის ახალშობილთა რეანიმაციის პროგრამის სერთიფიცირებული ტრენირი;  არის საქართველოს რესპირაციული , პედიატრიული და ნეონატოლოგთა ასოციაციის წევრი. ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატებს პედიატრიასა და ნეონატოლოგიაში.