თინათინ დავითაია

ურონეფროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



თინათინ დავითაია არის მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ურონეფროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. ფლობს პედიატრისა და ბავშვთა ნეფროლოგის სახელმწიფო სერთიფიკატს. არის მედიცინის აკადემიური დოქტორი.

აქვს გავლილი სხვადასხვა ხანგრძლივობის პრაქტიკული და სამეცნიერო სტაჟირება გერმანიის ქ.ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, საფრანგეთის ქ.ტულუზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ავსტრიის ქ.ვენის აკადემიურ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, გერმანიის ქ. ბერლინის შარიტეს კლინიკაში, იტალიის ქ. ვიჩენცას თირკმლის საერთაშორისო  კვლევით ინსტიტუტში. 

თინათინ დავითაია არის საქართველოს დიალიზის, ტრანსპლანტაციისა და ნეფროლოგიის გამგეობის წევრი, საერთაშორისო და ევროპის ბავშვთა ნეფროლოგთა საზოგადოების წევრი(IPNA-ESPN), ბავშვთა ნეფროლოგიაში რამოდენიმე საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის წარმომადგენელი.

2016 წელს გაიარა გადამზადება ბელგიის ქალაქ ლეუვენის პედიატრიული ნეფროლოგიის და ტრანსპლანტაციის ცენტრში.