თემურ გაბაიძე
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, 64
თემურ გაბაიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი მეან-გინეკოლოგის სპეციალობით. აკად.ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გავლილი აქვს ინტერნატურა. მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორისწოდება “აბდომინური გზით წარმოებული საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენის თავისებურებანი. “ პრაქტიკულ სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში.
„ახალი სიცოცხლის დაბადებით გამოწვეული სიხარული მანიჭებს უდიდეს ძალას, რომ მუდმივად ვიყო ჩემი პაციენტების სამსახურში.“
სამეანო გინეკოლოგიურ მიმართულებას ჰოსპიტალში პერინატალური სერვისების მიმწოდებლის მეორე/მესამე დონე მიენიჭა. განყოფილებამ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (BFHI/UNICEF) საერთო გლობალური პროგრამის მიერ, რაც გულისხმობს „ბავშვისადმი კეთილგანწყობილი საავადმყოფოების“ სტატუსის მინიჭებას იმ ჰოსპიტლებისა და სამშობიარო ცენტრებისთვის, სადაც დედასა და ახალშობილს შორის ურთიერთკავშირისა და ძუძუთი კვების განსაკუთრებული წესები მოქმედებს.
ასევე, განყოფილებას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID) და ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის (JSI)მიერ მინიჭებული აქვსჯილდო საქართველოში დედათა, ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე ზრყნვის ტრანსფორმაციის პროცესში წარმატებული თანამშრომლობისთვის. განყოფილებაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევასამეანო და გინეკოლოგიური მიმართულებით:
- ნაყოფისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია;
- კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები;
- კოლპოსკოპიური გამოკვლევა;
- ჰისტეროსკოპია და სხვა.
რაც შეეხება ქირურგიულ მიმართულებას, ამ მხრივ განყოფილებაში ტარდება ყველა სახის გეგმიური თუ ურგენტული, მაღალტექნოლოგიური ოპერაციები თანამედროვე მეთოდებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაპარასკოპიული მიდგომა, რომელიც აერთიანებს ოპერაციების შემდეგ სპექტრს:
- ჰისტერექტომია - საშვილოსნოს ამოკვეთა;
- მიომექტომია - მიომის ამოკვეთა საშვილოსნოდან;
- კისტექტომია - კისტების ამოკვეთა საკვერცხეებიდან;
- სალპინგექტომია - ფალოპისმილისამოკვეთაანთებითი/სიმსივნურიპროცესებისას;
აღსანიშნავია დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გთავაზობთ სრულფასოვან სამეანო-გინეკოლოგიურ მომსახურებას.