თამთა ყველიაშვილი
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს ულტრაბგერითი მიმართულების ახალი კოორდინატორი, დიდი გამოცდილების მქონე ექიმი-რადიოლოგი, თამთა ყველიაშვილი, შემოუერთდა.
თამთას კვალიფიაციაზე მიუთითებს მისი 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა კლინიკაში, ასევე მისი ევროპული გამოცდილება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა - პოლონეთი, უკრაინა და სხვა.
ამას გარდა, თამთა არის ევროპის რადიოლოგიის ასოციაციისა (ECR) და ულტრაბგერის საერთაშორისო საზოგადოების წევრი სამეანო-გინეკოლოგიაში (ISUOG). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე აქტიურად არის ჩართული აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში - მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე საერთაშორისო კონფერენციასა და კონგრესში.
თამთას სპეციალიზაცია მოიცავს მრავალი ტიპის ულტრასონოგრაფიას, კერძოდ:
- რბილი ქსოვილების;
- სარძევე ჯირკვლის;
- ფარისებრი ჯირკვლის;
- მუცლის ღრუს;
- საშარდე სისტემის;
- მაგისტრალური და ზედაპირული სისხლძარღვების დუპლექსკანირებას;
- სამეანო (I, II, III ტრიმესტრი)
- მცირე მენჯის ღრუს საშვილოსნოსა და პარამეტრიუმს როგორც ტრანსაბდომინალური მიდგომით, ისე ტრანსვაგინალური მიდგომით;