თამარ ხუჭუა

ნეფროლოგი, რევმატოლოგი

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85



თამარ ხუჭუა კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის თერაპიული და ნეფროლოგიური სამსახურის ექიმია.

იგი არის საქათველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და ტრანსპლანტაციის კავშირის წევრი (DNT union); ევროპის თირკმლის, დიალიზისა და ტრანსპლანტაციის ასოციაციის წევრი (ERA_EDTA).

ასევე, თამარ ხუჭუა გახლავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მოწვეული სპეციიალისტი.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის თერაპიისა და ნეფროლოგიის სამსახური უზრუნველყოფს თირკმლის დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში.

ჰოსპიტალი უზრუნველყოფს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის (ჰემოდიალიზი) ჩატარებას თანამედროვე სტანდარტებით როგორც თირკმლის მწვავე, ასევე თირკმლის ქრონიკული უკმარისობების დროს.

პაციენტებს, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, შეუძლიათ ისარგებლონ დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით, რაც გულისხმობს მათთვის საჭირო სერვისების მიწოდებას სრულიად უფასოდ, კერძოდ:

  •  ჰემოდიალიზის სეანსები;
  •  ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები;
  •  სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების (კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ჰემატოლოგის, რევმატოლოგის, უროლოგის, ონკოლოგის და ა.შ. ) კონსულტაციები.