თამარ ხაჟალია

ენდოსკოპიური მიმართულების ხელმძღვანელი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125



თამარ ხაჟალიამ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც გაიარა ინტერნატურა ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე ქირურგიული ენდოსკოპიის მიმართულებით. თამარმა Auto Suture Company-სა და Olimpus-ის სასწავლო ცენტრებში აიმაღლა კვალიფიკაცია, მონაწილეობდა ენდოსკოპისტთა ზაფხულის სკოლაში პრაღაში, გაიარა ტრენინგი გერმანიის შტაუფერ კლინიკაში. ის მუშაობდა რეგიონის სხვადასხვა კლინიკაში, ასევე აჭარის ჯანმრთელობის სამინისტროში ექსპერტის პოზიციაზე; მინიჭებული აქვს საუკეთესო ენდოსკოპისტის წოდება. მან რეგიონში პირველმა ჩაატარა საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირება, ხოლო შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულებიდან სისხლდენის შეჩერება მეტალის კლიპსებით. თამარის სახელს უკავშირდება რეგიონშ ბავშვთა ენდოსკოპიის, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე სამკურნალო მანიპულაციების დანერგვა. იგი ფრლობს ენდოსკოპიური დიაგნოსტიკისა და სისხლდენის შეჩერების ყველა თანამედროვე მეთოდს. გახლავთ საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის აქტიური წევრი. თამარი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტში.