თამარ ხაჟალია

ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125



თამარ ხაჟალიამ 1995 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც ინტერნატურა გაიარა ამავე უნივერსიტეტში, ქირურგიული ენდოსკოპიის მიმართულებით . თამარმა Auto Suture Company-სა და Olimpus-ის სასწავლო ცენტრებში აიმაღლა კვალიფიკაცია, მონაწილეობდა ენდოსკოპისტთა ზაფხულის სკოლაში პრაღაში, გავლილი აქვს ტრენინგი გერმანიის შტაუფერ კლინიკაში.

მან რეგიონში პირველმა ჩაატარა საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირება, ხოლო შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულებიდან სისხლდენის შეჩერბა მეტალის კლიპსებით.

 

თამარის სახელს უკავშირდება რეგიონში ბავშვთა ენდოსკოპიის, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე სამკურნალო მანიპულაციების დანერგვა და განვითარება.ის საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში და გახლავთ ლექტორი ქართულ და ინგლისურენოვან სექტორებზე.

თამარ ხაჟალია არის საქართველოს და ევროპის ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი და არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. 2009 წელს მიენიჭა საუკეთესო ენდოსკოპისტის წოდება.

 

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში შესაძლებელია სტაციონარული და ამბულატორიული ენდოსკოპიური კვლევების ჩატარება.

 

დროული და ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ჰოსპიტალი იყენებს იაპონური ფირმა „olimpus”-ის ენდოსკოპიურ აპარატურას. ენდოსკოპიური კაბინეტები აღჭურვილია ინფექციის კონტროლის თანამედროვე სტანდარტებით, სადაც ასევე წარმატებით ხორციელდება აღმოჩენილი სიმსივნეების დროული დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობა.