თამარ მიჩიტაშვილი

ნეონატოლოგი/რეანიმატოლოგი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1



თამარ მიჩიტაშვილს სამუშაო 32 წლიანი გამოცდილება აქვს. მან  დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული  ფაკულტეტი.  მუშაობდა სხვადასხვა პერიოდში  იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს  ბავშვთა რეანიმაცია/ახალშობილთა  რეანიმაციაში. 2012  - 2013 წლებში ხელმძღვანელობდა ცხაკაიას სახელობის ქუთაისის დასავლეთ საქართველოს  სამედიცინო  ცენტრში, ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებას.

ხოლო 2014 წელს გაიარა სტაჟირევა იტალიაში, ქ.  ბერგამო,  კრიტიკული მედიცინის განხრით.

2017წლიდან დღემდე თამარი ი.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო  ჰოსპიტალში ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის  სამსახურის უფროსია.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მაღალკვალიფიციური ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინის  განყოფილებაში მკურნალობის კურსს გადიან ახალშობილები, რომლებიც საჭიროებენ  სხვადასხვა სახის რესპირატორულ მხარდაჭერას, აღენიშნებათ პერინატალური ინფექცია ან ბაქტერიული სეფსისი ან  სხვადასხვა მიზეზების გამო  იმყოფებიან პარენტერალურ კვებაზე.  ამ განყოფილებაში  იზრდებიან მცირე მასის ახალშობილები. ასევე  იმ ახალშობილების მკურნალობა და მეთვალყურეობა,  რომლებსაც  ჰქონდათ  ოპერაციული ჩარევა სხვადასხვა  ნეიროქირურგიული  პათოლოგიის გამო.

განყოფილება აღჭურვილია   როგორც ინვაზიური ასევე არა ინვაზიური  თანამედროვე სასუნთქი აპარატებით.   24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია  კარდიოლოგის, ნევროლოგის, ნეფროლოგის, ნეიროქირურგის, ქირურგის და სხვა სპეციალისტის კონსულტაცია.