თამარ ჯანელიძე

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



თამარ ჯანელიძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

თამარ ჯანელიძემ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ნევროლოგიური მიმართულებით ხარკოვის სამედიცინო აკადემიაში განაგრძო, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ 2 წლის განმავლობაში იმუშავა. მოგვიანებით კი ნევროლოგიური დაავადებების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო.

მან კვალიფიკაცია ევროპის ქვეყნებში (ნიდერლანდები, გერმანია, დანია, ჩეხეთი, ესპანეთი და ა.შ.) აიმაღლა, მათ შორის გაიარა პრაქტიკული სწავლება ინსულტის მართვის კუთხით გერმანიის ქალაქ უნას ევანგელისტურ კლინიკაში.

ამჟამად თამარ ჯანელიძეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორისა და ჰოსპიტლის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს, სადაც სწორედ მისი ინიციატივით საქართველოში ინსულტის მართვის პირველი ცენტრი დაინერგა.

გარდა ამისა, თამარ ჯანელიძე ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოში წევრიანდება.

ასევე, თამარ ჯანელიძე გახლავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.