შოთა სამხარაძე

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თორაკალური სამსახურის ხელმძღვანელი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



შოთა სამხარაძემ 1972 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ კი გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, იმყოფებოდა სტაჟირებაზე მოსკოვის საკავშირო ონკოლოგიური ცენტრის თორაკალურ განყოფილებაში, 1986 წელს კი დაიცვა დისერტაცია თემაზე: „გაფართოებული და კომბინირებული ოპერაციები ფილტვის კიბოს დროს“. შოთა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დოცენტია. ჩატარებული აქვს 700-ზე მეტი სხვადასხვა სირთულის თორაკალური ოპერაცია.