შორენა ქართველიშვილი

პედიატრი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



შორენა ქართველიშვილი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრი, ოჯახის ექიმი და ფილტვის ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს.

კარიერული განვითარების მიზნით, შორენა აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სასერთიფიკატო ღონისძიებებსა და სამედიცინო პროგრამებში. ის ასევე გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის დოქტორანტი.

ასევე, ის გახლავთ ზოგადი პრაქტიკის ექიმთა/ოჯახის ექიმთა მასწავლებლების ევროპული აკადემიის (EURACT),  საქართველოს რესპირაციული ასოციაციის, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის, საქართველოს ბავშვთა ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის წევრი.

შორენა ქართველიშვილი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი უცხოურ და ქართულ სამედიცინო ჟურნალებში. მონაწილეობდა ასთმით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის ხარისხის შემსწავლელ საერთაშორისო პროექტში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებთან ერთად.