სერგო ფიფია

მეან-გინეკოლოგი

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206



სერგო ფიფია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

სერგო ფიფიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურის კურსი, მეან-გინეკოლოგიაში გაიარა „სეჩენოვის“ სახელობის სამედიცინო აკადემიაში. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებებსა და კონფერენციებში.

 

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგიური განყოფილება, პაციენტებს სთავაზობს უახლესი გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით შემუშავებულ მშობიარობის მართვის სრულ სპექტრს, კერძოდ:

  • ყველა სირთულის საკეისრო კვეთა;
  • გაუტკივარება;
  • ორსულთა მართვა;
  • გინეკოლოგიური ოპერაციები : ჰისტერექტომია, ვაგინალური ჰისტერექტომია, ყველა სახის ლაპარასკოპიული ოპერაციები, ონკოგინეკოლოგია.