როზეტა მარაქველიძე

კარდიოლოგი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



კარდიოლოგი როზეტა მარაქველიძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ექიმია. მას მედიცინაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

კარდიოლოგია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა, რომელიც ითვალისწინებს კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას გადაუდებელ თუ გეგმიურ რეჟიმში.

პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები, კერძოდ, ეკგ მონიტორინგი ჰოლტერის მეთოდით და ტრედმილზე დატვირთვის ტესტი, არტერიული წნევის ამბულატორიული მონიტორინგი.

საავადმყოფოში შესაძლებელია ფუნქციური დიაგნოსტიკის ჩატარება, მათ შორის:

  • ელექტრო კარდიოგრამა;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • სელექტიური კორონაროგრაფია.

 

პაციენტებს 24 საათის განმავლობაში, როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ  ნებისმიერი სირთულის კარდიოინტერვენციული და კარდიოქირურგიული მომსახურება. მათ შორის:

  • ინტერვენციული ჩარევები - ბალონირება და სტენტირება;
  • აორტო-კორონარული შუნტირება;
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია;
  • გულისა სიმსივნეების ქირურგია;
  • აორტის ქირურგია.