რაულ ვარდოსანიძე
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
რაულ ვარდოსანიძე კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის უროლოგიური სამსახური ყველაზე დიდი გამოცდილების ერთეულია უროლოგიური და ონკოუროლოგიური პაციენტებისათვის დასავლეთ საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უროლოგიისა და ონკოლოგიის ყველა სფეროში.
პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ სრულყოფილი დიაგნოსტიკური კვლევები, კერძოდ: კომპიუტერული ტომოგრაფია; ულტრასონოგრაფია და დოპლეროგრაფია; რენტგენოლოგია; უროდინამიკა; კლინიკური, მიკრობიოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, და მორფოლოგიური კვლევების სრული სპექტრი. სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და თანამედროვე სამედიცინო აპარატურა უზრუნველყოფს ყველაზე რთული უროლოგიური და ონკოუროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და შემდგომ მართვას.