რაულ ბოლქვაძე

ბავშვთა ქირურგი, ზოგადი ქირურგი, ლაპაროსკოპისტი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



რაულ ბოლქვაძე მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბავშვთა ქირურგიის გუნდს შემოუერთდა. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს.

რაულ ბოლქვაძემ 2003-2006წწ. სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში გაიარა ორდინატურა. 2006 წლიდან მუშაობს როგორც მოზრდილთა ასევე ახალშობილთა და ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით.

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილება ბავშვთა ასაკში გეგმიურ და სრულ ქირურგიულ გადაუდებელ სერვისს უზრუნველყოფს. 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომ სერვისებს შორის ჰოსპიტალში ერთადაა თავმოყრილი ბავშვთა პულმონოლოგიური, თორაკოქირურგიული, თორაკოსკოპული და ენდოსკოპიური სამსახური. კლინიკაში სხვადასხვა სირთულის ოპერაციები ხორციელდება, რაც მათ შორის თანდაყოლილი პათოლოგიების - ანომალიებისა და სიმსივნეების ქირურგიას გულისხმობს.

ტარდება ოპერაცია სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემიდან უცხო სხეულების ამოსაღებად. რაც შეეხება სასუნთქ გზებს, ამ მიმართულებით აგრეთვე თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური მკურნალობაც ხორციელდება.

ყველა ზემოთხსენებული ქირურგიული მანიპულაცია მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ოპერაციული მკურნალობის იმ მრავალმხრივი სერვისებისა, რომელსაც ჰოსპიტალი წარმოადგენს. ჩამონათვალის მიღმა კი მრავალწლიანი გამოცდილებით გამყარებული პროფესიონალიზმის მქონე გუნდი და აპარატურული მხარდაჭერა ის ფაქტობრივი ძალაა, რაც მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტლის პრივილეგიას წარმოადგენს - იყოს ლიდერი სამედიცინო ცენტრი დასავლეთ საქართველოში.