რამაზ ღლონტი

კარდიოლოგი; კარდიოექოსკოპისტი; ინტერვენციული კარდიოლოგი; რადიოლოგი

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125



რამაზ ღლონტი ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი, ინტერვენციული კარდიოლოგი და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

რამაზ ღლონტმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მას უკრაინაში გავლილი აქვს კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიაში. ასევე, ემორის უნივერსიტეტის, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის სუბსპეციალობის ერთობლივი პროგრამის სრული კურსი.ჯო-ენის სამედიცინო ცენტრში გავლილი აქვს სუბსპეციალობა ექოკარდიოსკოპიაში და სასწავლო კურსი ინვაზიურ კარდიოლოგიაში, პოლონეთში. ის გახლავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი და ევექსის რეზიდენტურის ლექტორი.

„საკუთარი პროფესიის სიყვარული განაპირობებს ბევრ კმაყოფილ პაციენტს, რაც ექიმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“

კარდიოლოგიური მიმართულება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად ითვლება, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის განპირობებული. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი გთავაზობთ როგორც ამბულატორულ ასევე სტაციონარულ სამედიცინო მოსახურებას.

  • ელექტროკარდიოგრაფია
  • ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია
  • 24 საათიანი ეკგ ამბულატორიული მონიტორირება
  • ფიზიკური დატვრითვის ტესტი
  • სტრეს-ექოკარდიოგრაფია და ა.შ.
  • გულის კათეტერიზაცია და კორონარული ანგიოგრაფია
  • კორონარული არტერიების სტენტირება


აქ წარმატებით ტარდება ისეთი დაავადების პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია როგორიცაა: არასტაბილური სტენოკარდია, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, სხვადასხვა სახის არითმიები, გულის უკმარისობა და ა.შ.

სხვა ტექნოლოგიურ უპირატესობებთან, კარდიოქირურგიული ოპერაციების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, საოპერაციო აღჭურვილია პერფუზიის აპარატი TERUMO1, ინტრაორტალური ბალონ პამპით, რაც ოპერაციების უსაფრთხოდ წარმართვის ერთ-ერთი გარანტია.