რამაზ ჩარექიშვილი
კარაპს მედლაინი. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48
რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, ენდოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და ,,უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის’’ დამფუძნებელი რამაზ ჩარექიშვილი კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ ენდოსკოპიურ-გინეკოლოგიური მიმართულების და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის’’ ქირურგიული გინეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 32 წლიანი გამოცდილება აქვს.
,,თუ შეძლო ერთმა, შევძლებ მეც“
,,კარაპს მედლაინის’’ გინეკოლოგიური განყოფილება პაციენტებს სრულფასოვან, პერსონალიზებულ და კომპლექსურ სამედიცინო მომსახურეობას სთავაზობს, მკურნალობის უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით:
ლაპაროსკოპიული ოპერაციები დანამატებზე:
- საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტები
- საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი
- საშვილოსნოს კვერცხსავალი მილების პლასტიკური ოპერაციები
- საშვილოსნოს გარე ორსულობა
- ენდომეტრიოზის და ღრმა ენდომეტრიოზის მკურნალობა ლაპაროსკოპიული მეთოდით
- საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია)
უშვილობის ლაპაროსკოპიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- საშვილოსნოს ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები როგორც ლაპაროსკოპიული ასევე, ლაპარატომიული მეთოდით
- საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა (კონსერვატიული მიომექტომია)
რადიკალური ოპერაციები ლაპაროსკოპიული და ლაპარატომიული მეთოდით:
- საშვილოსნოს ექსტირპაცია
- საშვილოსნოს ამპუტაცია
- საშვილოსნოს დაწევა
- სრული და არასრული უტეროვაგინალური პროლაფსი
თანდაყოლილი პათოლოგიების ლაპაროსკოპიული ოპერაციები:
- საშვილოსნოს ყელის უკმარისობა
- ჰემატომეტრა
- მუკომეტრა
- როკიტანსკ-კიუსტნერ-მაიერის სინდრომი (ლაპაროსკოპიული მეთოდით ხელოვნური საშოს ჩამოყალიბება, კოლპოპოეზი)
ჰისტეროსკოპია:
- სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია
- საშვილოსნოს ტანის პოლიპი
- საშვილოსნოს ყელის პოლიპი
- საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია