ქეთევან შარანგია

პედიატრი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1



ქეთევან შარანგია ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრი, კლინიკური მენეჯერი და პედიატრიული და ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 45 წლიანი გამოცდილება აქვს.

ამასთან ერთად, ქეთევანი გახლავთ, ევროპისა და მსოფლიოს პედიატრთა და ინფექციონისტთა ასოციაციის წევრი,  საქართველოს პედიატრთა საზოგადოების, რესპირაციული, ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის წევრი. ასევე ქეთევანი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგაზაციის ექსპერტი.

ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრიული განყოფილება ბავშვებსა (0-18 წლამდე) და მოზარდებს სთავაზობს, როგორც სტაციონარულ ასევე ამბულატორიულ მომსახურებას ერთ სივრცეში. თითოეული მიმართულების დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის ჰოსპიტალში ხორციელდება, ლაბორატორიული, ენდოსკოპიური, რადიოლოგიური და მაღალტექნოლოგიური კვლევები, თანამედროვე მეთოდებით.

ამასთან ერთად, ჰოსპიტალში არსებობს ბავშვთა ანტირაბიული სამსახური.

ჰოსპიტალში პედიატრიული სამსახური წარმოდგენილია შემდეგი სერვისებით:

  • გადაუდებელი მედიცინა;
  • ბავშვთა რეანიმაცია;
  • ბავშვთა ქირურგია;
  • ბავშვთა ნევროლოგია - ნეიროქირურგია;
  • ტრავმატოლოგია- ორთოპედია;
  • ოტოლარინგოლოგია;
  • გინეკოლოგია;
  • ენდოკრინოლოგია და სხვა.