პაატა მეშველიანი

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2



ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი - პაატა მეშველიანი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ანგიოქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს.

პაატა მეშველიანი არის საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში.


ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ანგიოქირურგიული სამსახური პაციენტებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

  • მაგისტრალური არტერიების შუნტირება;
  • მაგისტრალური და ზედაპირული არტერიების სტენტირება;
  • სიმსივნის მკვებავი სისხლძარღვის ემბოლიზაცია;
  • აორტის ანევრიზმების როგორც ენდოვასკულარული, ასევე ღია ოპერაციები;
  • საძილე არტერიების ენდარტერექტომია და საძილე არტერიების სტენტირება;
  • გასტროდუოდენალური სისხლდენების ემბოლიზაცია ენდოვასკულარული მიდგომით.