პაატა გიორგაძე

უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



პაატა გიორგაძე არის მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ურო-ნეფროლოგიური დეპარტამენტის უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

პაატა გიორგაძემ 1996 წ დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის პედიატრიული სამედიცინო ინსტიტუტი, 1996-1998 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის სამედიცინო აკადემიის ბაზაზე, 1998-2002 წლებში მუშაობდა უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 2002 წლიდან მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-უროლოგია, ხოლო 2014 წლიდან ურო-ნეფროლოგიური დეპარტამენტის უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია.

პაატას გავლილი აქვს ტრენინგები ბავშვთა ქირურგიასა და ბავშვთა უროლოგიაში ისრაელის და ავსტრიის სხვადასხვა კლინიკაში: 2001 წელს ისრაელი - კლინიკები ასუტა, იხილოვი, ბერშევა, შიბა; 2012-2013 წლები - ქ. თელ ავივის ვულვსონის სამედიცინო ცენტრის ონკო-უროლოგიის განყოფილებაში ლაპარასკოპიული პროსტატექტომია და შარდის ბუშტის ხელოვნური რეზერვუარის შექმნა შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს; 2014 წ ქ. ვენის რუდოლფშტიფტუნგის კლინიკის ბაზაზე და აკაჰას უროლოგიურ კლინიკაში შარდკენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური მკურნალობის მეთოდები.

2016 წელს გაიარა გადამზადება ქ.მინსკში, ბელორუსიის ტრანსპლანტაციის ეროვნულ ცენტრსა და ქ. მინსკის ბავშვთა მეორე საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებაში.

პაატა გიორგაძე ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში „უროლოგია“, „ბავშვთა უროლოგია“.

პაატამ 2006 წელს დიაცვა საკანდიდატო დისერტაცია, 2007 წელს მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი.