ომარ ღიბრაძე

ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2



ომარ ღიბრაძეს დამთავრებული აქვს ხაბაროვსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც ამავე ინსტიტუტში გაიარა ორდინატურა ონკოლოგიის სპეციალობით; ომარს ასევე დასრულებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა; გაიარა სხვადასხვა კურსი მოსკოვის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტსა და კიევის ქირურგიის ინსტიტუტში; მუშაობდა ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად იმერეთის კლინიკურ საავადმყოფოში, ასევე ქირურგიის კათედრის უფროსად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა პროფესორის ხარისხი. 2001 წ. დაინიშნა იმერეთის რეგიონის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტად. ომარ ღიბრაძე დაჯილდოვებულია უკრაინის მე-20 ქირურგთა კონფერენციაზე საპატიო დიპლომითა და მედლით, გაწევრიანებულია ორგანიზაცია „IASGO“-ში, არჩეულ იქნა იმერეთის რეგიონალურ ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტად. 2012 წლიდან დღემდე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობს ქირურგკონსულტანტად; მიღებული აქვს ემერი-ტუსის წოდება  - „ღირსების პროფესორი“.