ნინო ჯაფარიძე

ონკოგინეკოლოგი

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85



პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - ნინო ჯაფარიძე კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის ონკოგინეკოლოგია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.

ასევე, ნინო ჯაფარიძე გახლავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - პროფესორი.

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის ონკო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით და ზოგად გინეკოლოგიური ინვაზიური ოპერაციებისთვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით. ცენტრში არსებული ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დროულად და კომპლექსურად, ერთ სივრცეში გამოვიკვლიოთ პაციენტი და დავუნიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.

განყოფილებაში მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება ონკო-გინეკოლოგიური კვლევები და ოპერაციები:

  • გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური გამოკვლევების სრული სპექტრი - ყველა სახის ბიოფსია; საშვილოსნოს ყელის ელექტროკონიზაცია; კოლპოსკოპია.
  • სხვადასხვა სახის რეპროფუქციული სისტემის პათოლოგიის ოპერაციული მკურნალობა;
  • მარტივი ჰისტერექტომია დანამატებთან ერთად;
  • რადიკალური ჰისტერექტომია მცირე მენჯის და პარაორტალური ლიმფადენექტომია;
  • რადიკალური ჰისტერექტომია B1, B2 ტიპი;
  • ოპტიმალური და სუბოპტიმალური ციტორედუქციული ოპერაციები;
  • ვულვექტომია საზარდულის ლიმფადენექტომიასთან ერთად.