ნიკოლოზ ვაშაყმაძე

კარდიოქირურგი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



  • 2000 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • 2000-2003 სწავლობდა კოლნის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, გერმანია, რომელიც წარმატებით დაასრულა სახელმწიფო გამოცდით
  • გერმანიის წამყვან კლინიკებში გაიარა სრული პოსტდიპლომური განათლება ევროპული სასერტიფიკაციო გამოცდით კარდიოქირურგიაში
  • 2003-2005 ექიმი-კარდიოქირურგი, ბად კროცინგენის გულის ცენტრში, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია
  • 2005-2008 ექიმი-კარდიოქირურგი, ნორდრაინ-ვესტფალენის გულისა და დიაბეტის ცენტრში, ბოხუმის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია
  • 2008-2014 კარდიოქირურგი, გულსისხლძარღვთა და თორაკალური ქირურგიის ცენტრში, ოლდენურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია
  • 2014 წლიდან იგი დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის ხელმძღვანელი

ნიკოლოზ ვაშაყმაძე რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებზე და ტრენინგებზე, იგი წლების განმავლობაში კლინიკური საქმიანობის პარალელურად ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, არის გერმანიაში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების გაცვლითი პროგრამის ინიციატორი და ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ხოლო სს “ევექსი ჰოსპიტლების” კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი.