მერი ბერიძე
რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1999-2001 გაიარა ორდინატურა ქალაქ მოსკოვის პრეზიდენტის მმართველობის სამეცნიერო- სასწავლო ცენტრში ანესთზიისა და რეანიმაციის კათედრაზე. 2001-2009 მუშაობდა ა. ბაკულევის სახელობის კარდიოქირურგიის ცენტრში წამყვან ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად, 2009-2013 წ.წ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგ- ანესთეზიოლოგად, 2013 წლიდან დღემდე ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგია, არის ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, გაიარა სპეციალიზირებული ტრენინგები ევროპისა და ინდოეთის კლინიკებში