მაია ჩხაიძე

პედიატრი; სამედიცინო დირექტორი

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 25



პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაია ჩხაიძე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს.

მაია ჩხაიძემ, 1981 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა და 1982 წლიდან პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო. იგი 50 სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი პუბლიკაციის ავტორია.

მაია ჩხაიძე არის ექსპერტი ბავშვთა გადაუდებელი მედიცინისა და ბავშვთა კრიტიკული მედიცინის დარგში, აგრეთვე „ საქართველოს კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის„ ასოციაციის  პრეზიდენტი, „საქართველოს პედიატრთა აკადემიის“ გამგეობის თავმჯდომარე და ევროპის პედიატრიული ინფექციური დაავადებების საზოგადოების წევრი, ამასთან ევექსის ქსელის პედიატრიული სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წარმომადგენელია.

პროფესიული საქმიანობის პარალელურად, მაია ჩხაიძე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობებშიც, იგი არის სასწავლო უნივერსიტეტი - „გეომედის“ მედიცინის ფაკულტეტის, პედიატრიული დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი.