ლიკა კაცელაშვილი
კავკასიის მედიცინის ცენტრი. თბილისი, ქავთარაძის ქ. 23
კლინიკური ონკოლოგი; კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების კლინიკური ონკოლოგი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომის შემდგომი განათლება ონკოლოგიის მიმართულებით ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში მიიღო. დოქტურანტურის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 - 2020 წლებში გაიარა.
სტაჟირება გავლილი აქვს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში (თურქეთი, ამერიკა, შვეიცარია და სხვა).
2008 წლიდან მუშაობდა საქართველოში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში - კონსილიუმ მედულაში, ნიუ-ჰოსპიტალში, აკად.ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში, ინოვას კლინიკაში, სადაც 2018 წლიდან ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.
O 2009 წლიდან ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) აქტიური წევრი;
O 2010 წლიდან ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) აქტიური წევრი;
O 2014 წლიდან ევროპის ონკოლოგთა სკოლის (ESO) აქტიური წევრი.
ლიკა კაცელაშვილი ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მუდმივად მონაწილეობს მომხსენებლის სტატუსით. გამოქვეყნებული აქვს 12-მდე სამეცნიერო ნაშრომი ისეთ სამედიცინო ჟურნალებში, როგორიცაა The Breast, European Journal of Gynaecological Oncology, Annals of Oncology