ლევან ხარაშვილი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი, თორაკალური ქირურგიის ხელმძღვანელი

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



ლევან ხარაშვილმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალიზაცია კი ბავშვთა ქირურგიაში გაიარა პროფესორ პაატა გვეტაძის ხელმძღვანელობით. ლევანი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს 2015 წლიდან. მის მიერ 2017 წლიდან დაინერგა და წარმატებით ხორციელდება თორაკოსკოპიული ოპერაციები. ლევან ხარაშვილი მონაწილეობს სასუნთქი გზების უცხო სხეულების ეპიდემიოლოგიური კვლევის ევროპულ პროექტში „Susy Safe” (Surveillance System on Suffocation Injuries due to Foreign Bodies in European Children), ის არის სწავლებისა და ტრენინგის საერთაშორისო ცენტრის (International center for studies and training Germana Gaslini) წევრი, ასევე სასუნთქი გზების დაავადებების მართვის საერთაშორისო პედიატრიული ჯგუფის (International pediatric airway teams) წევრი.