ლაშა მუხიგულაშვილი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1



ლაშა მუხიგულაშვილი ივ.ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი, ლაშა მუხიგულაშვილის ხელმძღვანელობით, პაციენტებს სთავაზობს  როგორც ქირურგიულ, ასევე კონსერვატიულ მკურნალობასა და ენდოვასკულურ მინიინვაზიურ ჩარევებს შემდეგი დაავადებების დროს:

  • დიაბეტური ტერფი;
  • იშემიური ქვემო კიდური;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები;
  • ლიმფოსტაზი;
  • საძილე არტერიების ენდარტერექტომია (იშემიური ინსულტის  პრევენციის მიზნით);
  • ქვემო კიდურების არტერიების შუნტირება (ქვემო კიდურების იშემიის დროს);
  • ქვემო კიდურის ვენების რადიოსიხშირული აბლაცია;
  • ფლებექტომია (ვარიკოზული დაავადების დროს);
  • დიალიზის პაციენტებისათვის არტერიო-ვენოზური ფისტულის ფორმირება;
  • გულმკერდისა და მუცლის აორტის ანევრიზმისა და სტენო-ოკლუზიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.  


ჰოსპიტალში წარმოებს როგორც ინვაზიური, ასევე არაინვაზიური დიაგნოსტიკური კვლევები:

  • არტერიული და ვენური დოპლეროგრაფია
  • გოჯ-მხარის ინდექსის დადგენა
  • მაგისტრალური არტერიების და ვენების ანგიოგრაფია