ლალი ლომიძე
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა
ლალი ლომიძე, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგი და დედათა და ბავშვთა განყოფილების უფროსია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს.
ლალი ლომიძემ, დაამთავრა ქ. ჩელიაბინსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, ინტერნატურა და კლინიკური ორდინატურა, მეან-გინეკოლოგიის განხრით. ამჟამად, ის გახლავთ ჰოსპიტლის დედათა და ბავშვთა განყოფილების უფროსი.
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დედათა და ბავშვთა განყოფილება პაციენტებს სთავაზობს სრულ სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს. ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება ნებისმიერი სახის დაავადებების მართვა, როგორც ორსულებისთვის (ქალთა კონსულტაცია), მშობიარეებისთვის, ასევე ახალშობილებისთვის. ასევე, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ტარდება ყველა ტიპის გინეკოლოგიური ოპერაცია, მათ შორის პლასტიკური გინეკოლოგიური ოპერაციები.
სრული სამეანო-გინეკოლოგიური სერვისი მოიცავს:
- გამოკვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეან-გინეკოლოგიურ მეთოდებს;
- ორსულობის მეთვალყურეობას თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, ინდივიდუალური მიდგომით;
- მშობიარობის თანამედროვე მართვას (როგორც კონსერვატიულად, ასევე ოპერაციულად);
- სამედიცინო ჩვენების შესაბამისად, 12 კვირამდელი და გვიანი ვადის ორსულობის შეწყვეტას;
- კონსერვატიულ გინეკოლოგიას (საშვილოსნოს ყელის პათოლოგია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა, ენდოკრინული გინეკოლოგია, საშვილოსნოს მიომის მკურნალობა და ა.შ.);
- ოპერაციულ გინეკოლოგიას (ოპერაციები დანამატებზე, ჰისტერექტომია, სასქესო ორგანოებზე პლასტიკური ოპერაციები);
- ჰოსპიტალში ტარდება ონკოგინეკოლოგიური ოპერაციები, შემდგომი ქიმიოთერაპიით საჭიროების შემთხვევაში.