ლალი ცხოვრებაშვილი

მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი

კარაპს მედლაინი. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48



მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ქირურგი, ენდოსკოპისტი და მედიცინის აკადემიური დოქტორი ლალი ცხოვრებაშვილი კლინიკა ,,კარაპს მედლაინის’’ გინეკოლოგიური განყოფილების მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგია. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის  53 წლიანი გამოცდილება აქვს.

ლალი ცხოვრებაშვილმა 1986 წლიდან,  საფუძველი ჩაუყარა ლაპაროსკოპიული წესის ოპერაციების ჩატარებას  გინეკოლოგიურ ქირურგიაში.

,,სიყვარულით სავსე მაქვს გული. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ოჯახი და ყველა ჩემი პაციენტი. ქალთა შორის ყველაზე ლამაზი ორსული ქალია.’’

 

,,კარაპს მედლაინის’’ გინეკოლოგიური განყოფილება პაციენტებს სრულფასოვან, პერსონალიზებულ და კომპლექსურ სამედიცინო მომსახურეობას სთავაზობს მკურნალობის უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით:

  • პირველადი და მეორადი უშვილობის დიაგნოსტირება და მკურნალობა
  • ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ენდოკრინული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე, ჰიპერანდროგენია)
  • კლიმაქსი
  • სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი მანკები
  • ქალების და ზრდასრულების კონსულტაცია გინეკოლოგიური მიმართულებით