კობა შანავა
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1
მედიცინის დოქტორი, პროფესორი კობა შანავა ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 25 წლიანი კლინიკური გამოცდილება აქვს.
იგი გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი, დარგის ექსპერტი; საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ევროპის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრი, საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრი.
კობა შანავამ კვალიფიკაცია აიმაღლა უნგრეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებში. მიღებული აქვს პეჩის სამედიცინო უნივერსიტეტის სტიპენდია, ის არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. კობა შანავას ჩატარებული აქვს 1 000-ზე მეტი ონკოლოგიური და ზოგადქირურგიული ოპერაცია. ასევე, მის სახელს უკავშირდება 100-ზე მეტი ღვიძლის წარმატებული ტრანსპლანტაცია ცოცხალი დონორიდან.