ივანე კილაძე

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების უფროსი; ონკოლოგი

კავკასიის მედიცინის ცენტრი. თბილისი, ქავთარაძის ქ. 23



კლინიკური ონკოლოგი; კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება ონკოლოგიაში ნ.ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მიიღო, რის შემდეგაც
მუშაობდა ამავე ინსტიტუტში კლინიკურ ონკოლოგად. სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში (თურქეთი, გერმანია, ისრაელი, შვეიცარია) გაიარა.

საქართველოში 2008 წლიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს: წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი, ავერსის კლინიკა, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი-ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა, აკად.ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი, სადაც 2016-2020 წლებში ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

O 2005 წლიდან ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) აქტიური წევრი;
O 2014 წლიდან ასოციაცია „საქართველოს ახალგაზრდა ონკოლოგთა ჯგუფის“
თანადამფუძნებელი და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი;
O 2016 წლიდან საქართველოს კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი;
O 2014 წელს ჩააბარა ევროპის ონკოლოგთა საერთაშორისო გამოცდა და აიღო ევროპის სამედიცინო ონკოლოგის სერტიფიკატი (მადრიდი, ესპანეთი).
O 2018-2019 წლებში სწავლობდა ციურიხის უნივერსიტეტში ფილტვის კიბოს მკურნალობის სამეცნიერო პროგრამაზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ მიღებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.
O 2016 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში USMD Program-ის მოწვეულ ლექტორად.

ივანე კილაძე მუდმივად მონაწილეობს მომხსენებლის სტატუსით ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი ისეთ სამედიცინო ჟურნალებში, როგორიცაა The Breast, Annals of Oncology, Journal of Thoracic Oncology.