ივანე ფანცულაია

მეან-გინეკოლოგი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა



პროფესიული არჩევანი ბავშვობის ინტერესებს უკავშირდება. ექიმობა ყველაზე ჰუმანურ პროფესიად მიაჩნდა და მიუხედავად მცირე ასაკისა, გააზრებული ჰქონდა კონკრეტული მიმართულებაც. ახალი სიცოცხლის მოვლენაში მონაწილეობის მიღების სურვილმა, შრომისმოყვარეობასთან ერთად, მისი მომავალი განსაზღვრა. დღეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ლაპარასკოპისტ-გინეკოლოგია და ყველა სახის ლაპარასკოპიულ გინეკოლოგიურ ოპერაციას ატარებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ რეზიდენტურა მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით გაიარა და, პარალელურად, თურქეთისა და გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკებში მიიღო პრაქტიკული გამოცდილება. მოგვიანებით, ენდოსკოპიური გინეკოლოგიის განხრით საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის საუნივერსიტეტო კლინიკაში (CICE) აიმაღლა კვალიფიკაცია. ლაპარასკოპიული გინეკოლოგიით კი იმიტომ დაინტერესდა, რომ საქართველოში ამ სერვისის სრულფასოვნად დანერგვასა და გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

მუშაობის პარალელურად, ივანე ფანცულაია მუდმივად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებში, ტრენინგებსა და სწავლებებში.