ირაკლი ვარძუკაშვილი

ხერხემლის ქირურგიის სამსახურის უფროსი; ორთოპედ-ტრავმატოლოგი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. თბილისი, ლუბლიანას ქ 13/6



პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, ირაკლი ვარძუკაშვილი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხერხემლის ცენტრის ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ბავშვებთან მუშაობა ძალიან  საპასუხისმგებლო და რთულია, მათი ნდობის მოპოვება კი ყველაზე მთავარი. თითოეული ბავშვი ინდივიდუალურ მიდგომასა და მასზე მორგებულ მკურნალობის სქემას საჭიროებს. უდიდესი ემოციაა, როდესაც მკურნალობის შედეგს ხედავ, ეხმარები ბავშვებს, რომ აისრულონ ოცნებები და ჰქონდეთ ჯანსაღი მომავალი შეზღუდვების გარეშე“.

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხერხემლის ცენტრში  ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ოპერაციები თანამედროვე სტანდარტებით, როგორიცაა:


▪ მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის რთული დეფორმაციები (სქოლიოზი, კიფოზი, სპინალური ამიოტროფია, დუშენის დაავადება);

▪ ნეკნოვანი კუზის პლასტიკა;

▪ ხერხემლის პოსტრავმული და ოპერაციის შემდგომი დეფორმაციები;

▪ კისერმრუდობა;

▪ მალთაშუა დისკის თიაქარი;

▪ არასტაბილური ხერხემალი;

▪ სპონდილოლისტეზი.