ირაკლი კოხრეიძე

ონკოლოგ-მამოლოგი

კარაპს მედლაინი. თბილისი, ლუბლიანას ქ. 48



მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  ირაკლი კოხრეიძე კლინიკა ,,კარაპსმედლაინის’’ ონკოლოგიური მიმართულების  და ,,ევექსის’’კლინიკების მამოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის  21 წლიანი გამოცდილება აქვს.  

,,ჩემი მოტივაცი გამოჯანმრთელებული პაციენტები, მათი ნდობა, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა და პროფესიონალი ექიმების აღზრდაა’’.  ექიმობა ჩემი ცხოვრების წესია. წარმატებული შედეგების მისაღწევად, აუცილებელია პაციენტმა ექიმისგან სრული ემპათია და თანადგომა იგრძნოს, რაც ნდობის ჩამოყალიბების მთავარი წინაპირობაა. ახალი მეთოდების, შესაძლებლობების და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით ჩვენ შეგვიძლია პაციენტებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა გავუწიოთ და   შევამციროთ იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიდიან.  

,,კარაპსმედლაინის’’ ონკოლოგიური მიმართულება პაციენტებს სრულფასოვან მამოლოგიურ მომსახურეობას სთავაზობს როგორიცაა: სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტირების სრულ სპექტრ, თანამედროვე სტანდარტების აპარატურდა პერსონალიზებულად შერჩეულ მკურნალობის მეთოდებ.    

დიაგნოსტიკა: 

  • ექომამოგრაფია 

  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი 

  • ინსტრუმენტული კვლევების სრული სპექტრი 

  • ბიოფსიური მასალის პრე და პოსტოპერაციული ჰისტოპათოლოგიური და იმუნომორფოლოგიური გამოკვლევა 

სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი მდგომარეობები და ავთვისებიანი სიმსივნეები 

  • ფიბროზულ-ცისტოზური დაავადება 

  • ფიბროადენომა 

  • ლიპომა 

  • ჰამართომა 

  • ქალის ძუძუს კიბო 

  • მამაკაცის მკერდის ჯირკვლის დისჰორმონული პათოლოგია და მამაკაცის ძუძუს კიბო 

სარძევე ჯირკვლის ანთებითი დაავადებები 

სარძევე ჯირკვლების თანდაყოლილი ანომალიები: 

  • პოლიმასტია 

  • პოლითელია 

მკურნალობა: 

  • სარძევე ჯირკვლების დაავადებების კონსერვატიული მკურნალობა 

  • სარძევე ჯირკვლების დაავადებების ქირურგიული მკურნალობა 

  • ტუმორექტომია 

  • ლამპექტომია 

  • ძუძუს დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა 

  • ძუძუს შემანარჩუნებელი ქირურგია ონკოპლასტიკური ტექნიკის გამოყენებით 

  • დაზოგვითი ოპერაციები რეგიონულ ლიმფურ კვანძებზე 

  • ძუძუს აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები ერთმომენტად ან გადავადებულ პერიოდში 

  • მასტექტომია -  კანის და დვრილ-არეოლური კომპლექსის შენარჩუნებით