ინდირა კოპალეიშვილი

პულმონოლოგი

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. ქუთაისი, ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2



პულმონოლოგი, ფთიზიატრი, ინფექციონისტი - ინდირა კოპალეიშვილი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის თერაპიული სამსახურის უფროსია.

 

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში შესაძლებელია როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული  პულმონოლოგიური სერვისის მიღება.  კლინიკას რესპირაციული სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 

პულმონოლოგიური სამსახური მოიცავს როგორც ზედა, ასევე ქვედა სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს:

  • ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა ლოკალიზაციის ინფექციები, მათ შორის: მწვავე ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი, მწვავე ლარინგიტი და ტრაქეიტი, მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი და ეპიგლოტიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრიდორი;
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის: მწვავე ბრონქიტი, მწვავე ბრონქიოლიტი, სხვადასხვა პათოგენებით გამოწვეული პნევმონია, ნეკროზული პნევმონია, პლევრალური გართულებებით მიმდინარე პნევმონია;
  • ქვედასა სუნთქი გზების ობსტრუქციით მიმდინარე დაავადებები: მსტვინავი სუნთქვით მიმდინარე დაავადებები, ასთმა;
  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები:ფილტვების ინტერსტიციული დაავადება - მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია;
  • რესპირაციული დარღვევები სხვა დიფუზური დაზიანებების დროს: ფილტვის რევმატოლოგიური ავადმყოფობები, სარკოიდოზი, პულმონური ჰემოსიდეროზი, გუდპასჩერის სინდრომი, ვეგენერის გრანულომატოზი, ალფა 1 ანტიტრიფსინის დეფიციტი, ცისტურიფიბროზი, ცილიარულიდისკინეზია;
  • ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე რესპირაციული დაავადებები;
  • იმუნურ დარღვევებთან დაკავშირებული პულმონური გართულებები;
  • ბრონქოპულმონური დისპლაზია;
  • ფილტვის კოლაფსი;
  • ფილტვისა და ფილტვგარეშე ტუბერკულზის დიაგნოსტიკა, დიფერენციული დიაგნოსტიკა.