იაკობ ცერცვაძე
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა
იაკობ ცერცვაძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელია. ასევე, ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი.
იაკობ ცერცვაძემ საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეზიდენტურა თბილისში, პირველ ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა და სწავლა თურქეთში, სამსუნის და სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკებში განაგრძო.
მოგვიანებით, კვალიფიკაცია ევროპის, ამერიკისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში აიმაღლა, კერძოდ: გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ხორვატიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, აშშ-სა და ინდოეთში, სადაც თანამედროვე ენდოვასკულურ ტექნიკას, ინტერვენციულ ნეირორადიოლოგიას, ხერხემლის ქირურგიას, ანევრიზმის მიკროქირურგიულ მკურნალობასა თუ სხვა არაერთ სპეციალიზაციას დაეუფლა და დღესაც რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საერთშორისო სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში.
იგი გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი.
იაკობ ცერცვაძე გახლავთ საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, პედიატრიული ნეიროქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი ( EANS, ISPNS).
ასევე, 2019 წელს საერთაშორისო პედიატრიული ნეიროქირურგიული საზოგადოების კურსის ორგანიზატორი საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ მისი ორგანიზებით, პირველად საქართველოში ჩატარდა ნეიროვასკულარული ( bypass live animal model) ვორკშოფი.
2020 წლიდან არის „პენუმბრას“ ინსულტის მკურნალობის ( მექანიკური თრომბოექსტრაქცია) პროქტორი.
იაკობ ცერცვაძე ასევე გახლავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი.