გვანცა მენოგნიშვილი

ენდოკრინოლოგი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1



გვანცა მენოგნიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და  გაიარა ენდოკრინოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა, აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება.

ამავდროულად  იგი არის  კლინიკური უნარების მოწვეული ლექტორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურენოვან სექტორზე,  არის საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, სერტიფიკატებისა და სტიპენდიების მფლობელი,  ჩართულია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM)  მთარგმნელობით სამუშაოებში, არის საქართველოს ნუტრიციოლოგიის ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს "BLS" კურსი და დენსიტომეტრიის ტრენინგი; 


 მისი სპეციალიზაცია მოიცავს შემდეგ დაავადებებს:

  • შაქრიანი დიაბეტი
  • სიმსუქნე; მეტაბოლური დარღვევები
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებები
  • ჰიპოფიზის დაავადებები
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
  • სხვა ენდოკრინული პათოლოგიები