გურანდა თევზაძე
ფოთის ჰოსპიტალი. ფოთი, გურიის ქ. №171
გურანდა თევზაძე ფოთის ჰოსპიტლის ექიმი-ინფექციონისტი და ხარისხის მენეჯერია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.
გურანდა თევზაძე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებებსა და კონფერენციებში. ის გახლავთ საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი, სპინომეტრიის სპეციალისტი და სერტიფიცირებული ექიმი ინფექციურ სნეულებებსა და C-ჰეპატიტის მართვაში პირველადი ჯანდაცვის რგოლში.
ფოთის ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს ინფექციონისტის კონსულტაციასა და საჭირო კვლევების მიღებას.
ჰოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ბაზით, რომელიც პაციენტებს დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ერთ სივრცეში სთავაზობს. ასევე ფოთის ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია ბოქსი განსაკუთრებით საშიში ინფექციების მქონე პანციენტების მართვისთვის.
კერძოდ, ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს შემდეგი სახის სერვისებს:
- ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციების მართვა;
- ნაწლავთა ვირუსული ინფექციების მართვა.
- გამონაყარით მიმდინარე ვირუსული ინფექციების მართვა,როგორიცაა: წითელა, წითურა, ჰერპესვირუსები და ა.შ.
- წითელი ქარის მართვა;
- ყივანახველას მართვა.
- ქუნთრუშას მართვა;
- საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მართვა;
- ცხელებით მიმდინარე ინფექციების დიაგნოსტიკა;
- ამბულატორიული პაციენტების დიაგნოსტიკა და მართვა;
- რენტგენოგრაფია; ექოსკოპია; კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ლაბორატორიული კვლევები.