გურამ ძამუნაშვილი

ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი; ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელი

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი. თელავი, ვ. სეხნიაშვილის 1



გურამ ძამუნაშვილი თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგი, ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი და ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 42 წლიანი გამოცდილება აქვს.

გურამ ძამუნაშვილი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებებსა და კონფერენციებში. ასევე, ის გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილება აღჭურვილია კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევების თანამედროვე საშუალებებით. კერძოდ, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ შემდეგი სახის სერვისები:

  • საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების პათოლოგიების მკურნალობა;
  • წვრილი და მსხვილინაწლავის პათოლოგიების მკურნალობა;
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიების მკურნალობა როგორც ტრადიციული, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდებით;
  • მუცლის კედლის და დიაფრაგმის თიაქრების მკურნალობა;
  • ყველა სახის გადაუდებელი ოპერაციულ მკურნალობას გულმკერდისადა მუცლის ღრუს ორგანოების ტრამვების დროს;
  • ათეროსკლეროზის და დიაბეტური განგრენის მკურნალობა;
  • რბილი ქსოვილებისჩირქოვანი დაავადებების და კეთილთვისებანი სიმსივნეების მკურნალობა;
  • გადაუდებელი უროლოგიური და გინეკოლოგიური ოპერაციები.