გრიგოლ ახვლედიანი

მეან-გინეკოლოგი

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #1, შესახვევი 1



გრიგოლ ახვლედიანი ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სამეანო-გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს.

იგი ათეულობით საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო კურსის სერტიფიკატის მფლობელია.  აღსანიშნავია, 2015 წელს საფრანგეთში გავლილი ლაპარასკოპიული ოპერაციების კურსი.

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სამეანო-გინეკოლოგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს მესამე დონის პერენატალური ცენტრის ანუ ქალთა კონსულტაციის სრულ სერვისს 24 საათის განმავლობაში. სამეანო, გინეკოლოგიური და ნიქუი (ახალშობილთა ინტერსიური მოვლის განყოფილება) მიმართულებებისა და კვალიფიციური ექიმთა გუნდის დახმარებით შესაძლებელია მაღალი რისკის ორსულებისა და ნებისმიერი რთული მშობიარობის ადგილზე მართვა.

სამეანო-გინეკოლოგიის სრული სერვისი მოიცავს:

  • მშობიარეზე დაკვირვებას;
  • ფიზიოლოგიურ მშობიარობას;
  • საკეისრო მშობიარობას;
  • პათოლოგიური ორსულობის მართვას;
  • გინეკოლოგიურ ჩარევებს - პლასტიკურ-რეკონსტრუქციულ ოპერაციებს;
  • ენდოსკოპიური ოპერაციებს, რაც მოიცავს ლაპარასკოპიული და ჰისპეროსკოპიული მეთოდით ჩარევას.