გოჩა ხელაშვილი

სხივური თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, ფიზიკის აკადემიური დოქტორი

ონკოლოგიის ცენტრი. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85



გოჩა ხელაშვილი დღეისათვის ამერიკაში მოღვაწეობს და მისი ჩართულობით ხორციელდება სხივური თერაპიის კურსის გეგმარება ონკოლოგიის ცენტრში. იგი 25 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციას ითავსებს. მას დასრულებული აქვს ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ფიზიკის მიმართულებით, ხოლო დოქტორის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.