გოჩა ჩიქვინიძე

ბავშვთა ნევროლოგი

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. თბილისი, ლუბლიანას 25



გოჩა ჩიქვინიძე მედიცინის აკადემიური დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ი.ციციშვილის ბავშვთა კლინიკის კლინიკური ელექტროფიზიოლოგიისა და ეპილეფსიის ცენტრის ხელმძღვანელია, მას სამედიცინო სფეროში მუშაობის 36 წლიანი გამოცდილება აქვს.

ი.ციციშვილის კლინიკის ელექტროფიზიოლოგიისა და ეპილეფსიის ცენტრის ბაზაზე, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პაციენტებს უტარდებათ ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა, რომლის ძირითადი ამოცანაა ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისეთი ნევროლოგიური პათოლოგიების მენეჯმენტისას, როგორიცაა განვითარების დარღვევები, ნეიროინფექციები, ქალა ტვინის ტრავმული დაზიანებები და ა.შ

 

კვლევა  ხორციელდება უშუალოდ ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორიაში, კლინიკის სხვა განყოფილებებში/დანაყოფებში, საჭიორების მიხედვით სხვა კლინიკებში, ასევე შესაძლებელია ამბულატორიული გამოკლვევის ჩატარება ბინაზე.

 

დანიშნულების/ჩვენების მიხედვით ტარდება სხვადასხვა ხანგრძლივობის ელექტროენცეფალოგრაფიული კლვევები (სტანდარტული, ასევე რამდენიმე საათის ხანგრძლივობის და 24 სთ იანი ვიდეო ეეგ მონიტორინგი).

 

კლინიკის ფსიქოლოგიური სამსახურის საშუალებით ისეთი თანდაყოლილი თუ შეძენილი დარღვევების კვლევა და მკურნალობა ხორციელდება, როგორიცაა აუტისტური სპექტრის დარღვევები, ქცევისა და განვითარების დარღვევები.